ფილმის პრემიერა გაიმართა

2017-10-25 22:41:08

თეატრ "ბრავოში" რუსთაველი ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმის "კრეშენდო" პრემიერა შედგა. ეს ჯგუფ "young creators"-ის უკვე მეორე ფილმია, პრემიერას რუსთაველი მაყურებელი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. შემოქმედებითი ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი აპირებენ ფილმი უცხოეთში წაიღონ და მაყურებელს საერთაშორისო ფესტივალებზე წარუდგინონ.