კორპუსში ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მეზობლების თქმით, ისინი არ დაშავებულან.
როგორც 14 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.