ნინო იმედაშვილი "ქართულ ოცნებას" მიმართავს

2017-10-25 14:57:43

სააგიტაციო მასალისგან ასუფთავებს ქუჩებს პარტია "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის წევრები, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. ნინო იმედაშვილი - "საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით, საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ 2 კვირის ვადაში სუბიექტი ვალდებულია სააგიტაციო მასალა მოხსნას ქალაქიდან. ჩვენ არ დაველოდეთ საბოლოო შედეგების გამოცხადებას და დავიწყეთ ეტაპობრივად ჩვენი სააგიტაციო მასალის მოხსნა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს რუსთავი "ქართულ ოცნებამ" დაამგვანა ჩრდილოეთ კორეას. ყველა ბოძზე და ყველა კედელზე მათი სააგიტაციო მასალაა, სასწრაფოდ ჩამოხსნან და საქმის კეთებას შეუდგნენ."