საშემოდგომო ზეიმი (ფოტოები)

2017-10-25 12:53:35

რუსთავის #25 ბაგა-ბაღში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებაში ბაღის ყველა ასაკობრივმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა და საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოაჩინა. იყო მუსიკალური, გასართობი, ქორეოგრაფიული და კოსტუმირებული ნომრები. თითოეულ ჯგუფს საკუთარი კუთხე ჰქონდა, რომელიც შემოდგომის დამახასიათებელი სხვადასხვა ნივთებით თუ ხილით მოირთო. ღონისძიების ბოლოს კი პატარებმა ფელამუშში საკუთარი ხელით ამოავლეს თხილის მძივები და ჩურჩხელა გასაშრობად გამოფინეს.