რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-02-16 00:35:22

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე  ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში:

გაგარინის ქუჩაზე. 11:30 საათიდან 13:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-11 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის გამზირზე, ერისთავის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.