ბათუმში, ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალში მშობიარობის დროს 42 წლის ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, ქალის ცხედარი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა უტარდება.
ორსული ბათუმის მკვიდრი იყო.