2022 წელს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, ფულადი ჯილდო-პრემიის სახით - 27 517 ლარი გაიცა.
"ინფო რუსთავის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პრემია-დანამატები საკრებულოს აპარატის თანამშრეომლებმა, საახალწლოდ, დეკემბრის თვეში მიიღეს. თითო თანამშრომელმა პრემის სახით ყოველთვიური ხელფასის 70% მიიღო.
საკრებულოს აპარატში 28 შტატიანი, ხოლო 11 ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელია, აქედან პრემია-დანამატი არ აუღია 3 თანამშრომელს, მათ შორის საკრებულოს აპარატის უფროსს.
პრემია-დანამატები არ აუღიათ საკრებულოს წევრებს.