რუსთავში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თემურ ყაზარაშვილის სახელობის რიგით ოცდამეექვსე ღია ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა.
ტურნირში, რომელიც ჭაბუკებს შორის გაიმართა, საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული სპორტსმენების გარდა, სომხეთიდან და ისრაელიდან ჩამოსულმა მოჭიდავეემბაც იასპარეზეს.
ღონისძიებას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი თამაზ გოგელია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ა(ა)იპ „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დემეტრაშვილმა თემო ყაზარაშვილი დააჯილდოვა.
თემო ყაზარაშვილი მსოფიოს თასის მფლობელი და საერთაშორისო ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. ყაზარაშვილი 2017 წელს დასახელდა რუსთავის საპატიო მოქალაქედ, 2019 წელს კი რუსთავის მერიისა და სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის უნიციატივით მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ტურნირსი ორასმა სპორტსმენმა იასპარეზა