პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველების დაკავება ქალაქ პოზნანში მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულები კერძო სახლებსა და კორპუსის ბინებში საღამოობით იპარებოდნენ. სახლებიდან კი ძირითადად ოქროულობა, ფული და ისეთ ელექტრო მოწყობილობებს იპარავდნენ, რომელთა გაყიდვაც ადვილი იქნებოდა.
სამ ქართველს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Trzech seryjnych włamywaczy, Gruzinów zatrzymali policjanci z KWP Poznań. Kradli na potęgę. Działali na terenie całej Polski, głównie Wielkopolski, woj. Kujawsko-Pomorskiego i woj. Pomorskiego. Trafili już do aresztu śledczego. pic.twitter.com/yOArlnx5Gl