20 წლის რუსთაველმა ბიჭმა თბილისში ბინა მოიგო. თამაზ მაღალდაძე RC Cola-ს გათამაშების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. თამაშის წესების თანახმად, მომხმარებელს გამაგრილებელი სასმელის თავსახურებზე დატანილი ასოებით პრიზის დასახელება უნდა შეედგინა. თამაზ მაღალდაძე კი მესამე ადამიანი გახდა, რომელმაც აღნიშნულ გათამაშებაში ერთოთახიანი ბინა მოიგო.
როგორც გამარჯვებული "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, RC cola-ს პროდუქცია თავის საცხოვრებელ სახლთან, მე-17 მიკრორაიონში არსებულ სავაჭრო ობიექტში შეიძინა. მისი თქმით, ყველაზე დეფიციტური ასობგერა "ა" აღმოჩნდა, თუმცა ახალგაზრდას გაუმართლა და ბინის მფლობელი გახდა. საცხოვრებელ კომპლექს "დირსში" მდებარე ბინის გასაღები კომპანიის წარმომადგენლებმა თამაზ მაღალდაძეს დღეს გადასცეს.
გათამაშების გამარჯვებული ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსთავში ცხოვრებას აპირებს და თბილისში გადასვლას არ გეგმავს.