როგორი ამინდი იქნება რუსთავში

2023-02-10 14:00:28
17 თებრვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა.
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 11 თებერვალი + 5 °C, 12 თებერვალი + 6 °C, 13 თებერვალი + 8 °C, 14 თებერვალი + 4 °C.