რუსთავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

2022-02-09 19:56:59

რუსთავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 83 წლის კაცი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს მკვიდრია, სახლიდან 6 იანვარს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის ახლობლების თქმით, კაცს ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეძებენ. ძებნასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფურცლები გამოკრულია რუსთავშიც.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, დარეკეთ ნომერზე - 599571642.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები