ცენტრალურ მოედანზე ყვავილები გადარგეს

2017-10-24 17:14:38

ააიპ უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანაზე ყვავილები დარგეს. სხვადსხვა ფერის ყვავილების დარგვა ქალაქის შემოსასვლელის შუა გამყოფ ზოლზე, კოსტავას გამზირზე და პარკებსა და სკვერებში იგეგმება. ყვავილები ააიპ უზრუნველყოფის სათბურშია მოყვანილი. ზამთრის სეზონის ყვავილების ქალაქში გადატანის შემდეგ, სათბურში საზაფხულო ყვავილების 10-მდე ჯიშის ყვავილების მოყვანას დაიწყეებენ.