ციხესთან ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

2023-02-09 12:19:41

კოჯორში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, ქოროღლის ციხის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს.

33 წლის ბაჩო ქართველიშვილი  ტურისტული კომპანია "ჯორჯიან ჰოლიდეის" გენერალური დირექტორი იყო.

როგორც ცნობილია იგი ექსტრემალური ტურიზმის მიმდივარი გახლდათ. სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ კოჯორში ველომოყვარული დაიკარგა:

"მეგობრებო კოჯორში დაიკარგა ველომოყვარული ბაჩო ქართველიშვილი, ეძებენ მაშველები და კრიმინალური პოლიცია. ვინმეს ხომ არ დაგინახავთ ან რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მასზე", – წერდნენ მისი მეგობრები.