რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-02-09 00:27:19

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 თებერვალს 11:00 დან 12:00 საათამდე  ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ფალიშვილის, მესხიშვილის, ლომოურის ქუჩებზე. 12:00 დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ზედგენიძის, ბელიაშვილი, მაზნიაშვილის, მშვიდობის, მშენებელთა ქუჩებზე, ახ.სამგორში. 13:00 დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ლომოურის, შარტავას ქუჩებზე. 14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს მეგობრობის, მესხიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას, მაზნიაშვილის ქუჩებზე. 14:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს თბილისის, გონაშვილის, გოგი დოლიძის, გოდერძი ჩოხელის, ყაზბეგის ქუჩებზე, მეგობრობის II გას, მე-11 მიკრორაიონში. 16:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს რჩეულიშვილის, მცხეთის, ტოლსტოის, კახეთის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.