2023-02-08 14:06:42
    
		
		
			ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცია. 
წინასწარი ინფორმაციით, მას სხეულზე დაზიანებების კვალი არ აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.