ყალბი ფულის გასაღების ფაქტი რუსთავში. პირმა ყალბი 100 ლარიანის გასაღება, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე სცადა. „ვისოლის“ თანმშრომლებმა, ყალბი ფულის ამოცნობის შემდეგ, საპატრულო და კრიმინალურ სამსახურებს მიმართეს.
ფაქტზე ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.
„ინფო რუსთავს“ შსს-ში განუცხადეს რომ სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მყისიაერი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის გამოკითხულია ყველა საჭირო პირი. საქმე რეაგირებისთვის საფინანსო სამსახურშია გადაგზავნილი.