"ყაზბეგის" საბაჟო პუნქტიდან 60 000 კგ-ზე მეტი ხახვი და კარტოფილი უკან გააბრუნეს

2023-02-06 17:22:54

"ყაზბეგის" საბაჟო პუნქტიდან 60 000 კგ-ზე მეტი ხახვი და კარტოფილი უკან გააბრუნეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 42 500 კგ. ხახვისა და 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.
ასევე, გაბრუნებას დაექვემდებარა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 735 კილოგრამი კივი. ტვირთს თანმხლები დოკუმენტაციის შეუსაბამობა გამოუვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტვირთები, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა"
, - აღნიშნულია ინფორმაციაში.