ნისლიანი და ნალექიანი ამინდი

2023-02-06 12:22:52

6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 6 თებერვალი + 6 ° C, 7 თებერვალი  + 7 ° C, 8 თებერვალი + 6 ° C, 9 თებერვალი + 6 ° C.