ხანძარი XIV მიკრო-რაიონში დაახლოებით 20 საათზე გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე სავარაუდოდ ელექტრო სადენებიდან გავრცელდა. იყო საშიშროება რომ ხანძარი კორპუსის კედელზე დამონტაჟებულ ბუნებრივი აირის მილებზე გადასულიყო, ამიტომ პირველ რიგში ბუნებრივი აირის გადაკეტვა მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, თუმცა რამდენიმე მრიცხველი მაინც დაზიანდა.