ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

2023-02-05 23:57:46

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცავალა. ახალგაზრდა რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, 29 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან ერთად მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.

ინფორმაციას მისი დაღუპვის შესახებ სოცილურ ქსელში ბიჭის ახლობლები ავრცელებენ.