რუსთავის ახალ მერს დაახლოებით 2 კვირის ვადაში წარადგენენ. 2 ნოემბრამდე ცესკოში საჩივრების წარდგენა და განხილვა მოხდება, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ კი, დაახლოებით 10 ნოემბრამდე, #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური, არჩევნებში გამარჯვებულს ოფიციალურად წარადგენს. ახალი მერი უფლებამოსილების შესრულებას, სხვა რაიონებში დანიშნული მეორე ტურისგან დამოუკიდებლად, შეუდგება.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ მოიპოვა.