ფქვილი, ხახვი, კარტოფილი

2023-02-03 17:22:17

2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა.

ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7% განისაზღვრა.
ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  •     სიმინდის ფქვილი - 83.2%
  •     ხახვი - 74%
  •     კარტოფილი - 54.5%
  •     ნამცხვარი - 41.7%
  •     საზამთრო - 38%
  •     ვაფლი კრემით - 36.1%
  •     მდოგვი - 35.4%
  •     შესქელებული რძე - 29%
  •     მწვანე ლობიო - 27%
  •     კარამელი - 26.4%