რუსეთმა ლარსის საზღვარი დახურა

2023-02-03 13:23:42

რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა. როგორც რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი უამინდობაა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გზა დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელებისთვის.

რუსული მედიიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუარესებით და უსაფრთხო გადაადგილებით ახსნა.