მარნეულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა სასაკლაო 5000 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
ლიპარტელიანის თქმით, სასაკლაოს დაჯარიმება კრიტიკული შეუსაბამობის განმეორებისთვის მოხდა.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იანვრის თვეში რუსთავში 1 ობიექტის გეგმურად შემოწმება მოხდა, 27- ში კი დოკუმენტურად შემოწმება ჩატარდა, 2-დან ნიმუშის აღება მოხდა.
ქვემო ქართლის მასშტაბით, სულ 109 ობიექტის შემოწმება მოხდა.