მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ

2017-10-23 15:33:04

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის რუსთავის მოანკვეთზე და ქალაქის შემოსასვლელში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას პოლიეთილენის პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებენ. სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი სამუშაოები კვირაში ერთხელ ხორციელდება.