პოლონეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი დააკავეს

2023-01-31 12:41:45

პოლონეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 23 წლის გოგომ პოლიციას აცნობა, რომ ტაქსით გადაადგილების დროს 46 წლის ქართველმა მძღოლმა მასზე სექსუალურად იძალადა.

პოლონელმა სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს.

ქართველს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები