10 საშიში პროდუქტი

2017-10-23 12:08:41

2017 წლის ივნის-აგვისტოში სურსათის ეროვნლმა სააგენტომ 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა.

  • ფრინველის გაყინული ხორცი (იმპორტიორი შპს „დიმკა“, ს/კ 245442944, წარმოებულია თურქეთში, პარტია 01.06.2017, "baypiliq")
  • ნედლი რძე (მწარმოებელი შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“)
  • ნედლი რძე (მწარმოებელი გიორგი შანიძის ფერმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. გუმბრა)
  • მხოლოდ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი (3 ერთეული)(შპს ,,ათინათი“, ქუთაისი, სულხან-საბას 14, 15, 16)
  • პესტიციდი უნივერსალი, სფ (სარეალიზაციო ობიექტი შპს ახალი ფერმერი XXI, ამბროლაური, აღმაშენებლის 24)
  • პესტიციდი-ბინგო 40 ეკ (სარეალიზაციო ობიექტი, შპს კარტლის აგროსისტემები, ზუგდიდი)
  • ვეტერინარული პრეპარატი „შხამას ნაყენი“
  • ვეტერინარული პრეპარატი „ალბენდაზოლ 600“ ბოლუსები

ყველა ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სეს-ის ინფორმაციით, მოხდა პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება და ბიზნესოპერატორის დაჯარიმება. ამავე დროს, თუ დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები, ვეტერინარული პრეპარატი, აგროქიმიკატი, ან პესტიციდი მავნეა ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის, მცენარეთა სიჯანსაღისათვის და გარემოსათვის, სეს ვალდებულია მოსახლეობის დროული ინფორმირება მოახდინოს. ეს ვალდებულება იმის გამო არსებობს, რომ შესაძლოა მავნე პროდუქტის პარტიის ნაწილი უკვე რეალიზებული იყოს, ან სხვა სავაჭრო ობიექტებიც ახდენდნენ მის რეალიზაციას.

კვლევა საქართველოს მასშტაბით, მათშორის რუსთავშიც ჩატარდა.