რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-01-30 23:50:00

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში:

მე-17, მე-16, მე-19, მე-12, მე-11 მიკრორაიონებში, მოდებაძის, ლეონიძის, აღმაშენებლის, 1 მაისის ქუჩებზე. 11:00 დან 12:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, მელიქიშვილის, გონაშვილის ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-18 მიკრორაიონებში. 12:00 დან 13:00 საათამდე - აბონენტს თოდრიას, მესხიშვილის, ლომოურის, მშენებელთა, მეგობრობის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მე-7, მე-11 მ, მე-7ა მიკრორაიონებში. 14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში თბილისის, გონაშვილის, გოგი დოლიძის, გოდერძი ჩოხელის, ყაზბეგის, გორის, მეგობრობის ქუჩებზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მე-11 მიკროში და მიდებარე ტერიტორიაზე. 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას ქუჩებზე. 16:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მე-8, მე-7 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.