ყველაზე ცივი ზამთარია მოსალოდნელი.

2016-10-20 17:38:04

ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარია მოსალოდნელი. გერმანელი მეტეოროლოგის, დომინიკ იუნგის განცხადებით, 2016-2017 წლის სეზონზე ევროპაში უჩვეულო სიცივე იქნება. მეტეოროლოგიური რუკის მიხედვით ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. სიცივე შენარჩუნდება მარტშიც, თუმცა ტემპერატურის მატება აპრილამდე დაიწყება.