იტალიაში 33 წლის ქართველი დააკავეს

2023-01-29 12:45:47

ნეაპოლში იტალიელმა სამართალდამცავებმა 33 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენი და მტვერსასრუტი მოიპარა, რომლებიც ზურგჩანთაში დამალა. ნივთების საერთო ღირებულება 1500 ევროს შეადგენდა.

მაღაზიის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ქართველი ტერიტორიის დატოვებას თანხის გადახდის გარეშე აპირებდა, რის გამოც კარაბინერები გამოიძახა.

იტალიელმა სამართალდამცავებმა კაცი ადგილზევე დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები