რუსთავში საწარმო "სერპენსის" რებრენდინგისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, და რუსთავის მერი, მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ამერიკული სტანდარტის, ნავთობპროდუქციის გადამამუშავებელი ქარხანა "სერპენსის" მშენებლობა, რომელიც აქამდე "რუსთავოილის" სახელით იყო ცნობილი, 2018 წელს დაიწყო. საწარმოს მშენებლობისთვის, 2017 წელს, სახელმწიფომ კომპანიას პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რუსთავში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადასცა.
საწარმომ მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო. დღემდე, "სერპენსში" განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმოში ძირითადად რუსთაველები არიან დასაქმებულნი.
"სერპენსი" გზების მშენებლობისთვის საჭირო პროდუქციას - ბიტუმს აწარმოებს და მისი ანალოგი საქართველოში არ არის. ახლო მომავალში, კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
ინფრმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.