დაპირისპირება "ბილაინის" ოფისში (ვიდეო)

2017-10-22 21:56:44

კომპანია "ბილაინის" რუსთავის ოფისში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით მამაკამა, რომელიც აცხადებს რომ სასულიერო პირია, ადგილზე საპატრულო პოლიცია მასზე ძალადობის აღკვეთის მიზნით გამოიძახა. ქალი რომელიც მამაკაცს ბილაინის ოფისში თან ახლდა "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ სასულიერო პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ინფო რუსთავი" ოფისის თანამშრომლებს გაესაუბრა, ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს რომ მას არავისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ნახეთ ვიდეო.