რუსთავში 2023 წლის 28 იანვარს სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ გაიმართა გამგეობის სხდომა დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ გველუკაშვილი და ესწრებოდნენ გამგეობის წევრები და მოწვეული სტუმრები.
წარმოდგენილი იქნა 2022 წლის ანგარიში, მოხდა შედეგების შეჯამება და გამოვლენილი იქნა საუკეთესო მწვრთნელები და სპორტსმენები, მათ სიგელები და ფულადი პრემიები გადაეცათ.
2022 წლის შედეგებით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში და ოლიმპიურ სახეობებში მოპოვებული იქნა 71 მედალი, მათ შორის 27 ოქროს , 12 ვერცხლის და 32 ბრინჯაოს მედალი.
2022 წლის წარმატებულ სპორტსმენებად დასახელდნენ:
1. რობერტ კობლიაშვილი
2. თემურ ორჯონიკიძე
3. გიორგი ქაცანაშვილი
4. დავით გაბედავა
5. ბექა გურული
6. ლუკა გელაშვილი
7. გიორგი სარდალაშვილი
8. ლაშა გურული
9. ნიკოლოზ ბეგაძე
10. ლუკა კუბლაშვილი
11. გიორგი კუპატაძე
2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა ალექსანდრე წივწივაძეს - ნიჩბოსანს, რომელსაც გადაეცა სიმბოლური საჩუქრები, კრისტალის ჯილდო და ფულადი პრემია.
2022 წლის წარმატებული მწვრთნელის ტიტული მიენიჭათ :
1. გურამ ცალუღელაშვილს - ბ/რ ჭიდაობა
2. ხვიჩა ბიჩინაშვილს - ბ/რ ჭიდაობა
3. ჯემალ იასეშვილს - ბ/რ ჭიდაობა
4. გიორგი წივწივაძეს - ნიჩბოსნობა
5. ხვიჩა კაპანაძეს - ძიუდო
6. ტარიელ ბლუაშილს - კრივი
7. ედუარდ მარდანოვს - კრივი
2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მიენიჭა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელს იმედა ფრეწუაშვილს, რომელსაც გადაეცა კრისტალის ჯილდო და ფულადი პრემია.
ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის დაჯილდოვდნენ გოდერძი ჯოხაძე და ნუგზარი გაჩეჩილაძე კრისტალის ჯილდოთი და ფულადი პრემიით.
ინფორმაციას ქვემო ქართლის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.