სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული 45 წლამდე კაცია და ის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელს, თენგო ცაგურიას დაუკავშირდა.
"მიმდინარეობს გამოძიება და დაადგენს ყველაფერს დეტალურად", - აცხადებს ცაგურია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.