ავტობანზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2023-01-28 16:37:07

ცენტრალურ ავტობანზე, რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ერთი "გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ფოტო არ ასახავს რეალობას