ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.
შეგახსენებთ, ბათუმში რამდენიმე დღის წინ სამუშაოდ წასული ქალი პოლიციამ სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვა.
ის ბათუმში ქირით ცხოვრობდა და მუშაობდა.
ოჯახის მტკიცებით, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს, ამიტომ ისინი ხელახალ ექსპერტიზას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმიდან მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ, გარდაცვლილის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს.