ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 7 წევრი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ხანდაზმულმა მამაკაცმა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლი სრულადაა დამწვარი და განადგურებულია ოჯახისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.