რუსთავში ავარიის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა [video]

2022-01-27 19:47:33

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შევარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა.

6 წლის ბავშვი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონი სამხარაძის თქმით, ბავშვს ზედა კიდურის ტრავმა აღენიშნებოდა, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და უკვე გაეწერა ბინაზე.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები