კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ხვალ, 27 იანვარს, კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 27 იანვარს 23:00 საათიდან 28 იანვრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას, მარჯვენა სანაპიროს მე-11, მე-12, მე-14 -21-ე მიკრორაიონებს, მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, ტაშკენტის და თოდრიას ქუჩებს.
კომპანია „რუსთავის წყალი" შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.