ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVII მიკრორაიონში, ერთერთი ქსელური მარკეტიდან 20 წლის ახალგაზრდამ ღამის საათებში მაღაზიაში შეღწევა მოახერხა და ლეპტოპი მოიპარა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
სამართალდამცავებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.