რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-01-26 18:58:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 იანვარს 10:30 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, მარჯანიშვილის, მეგობრობის, კლდიაშვილის ქუჩებზე. 10:30 საათიდან 11:15 საათამდე და 18:40 საათიდან 19:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუქჩიშვილის, ლერმონტოვის, გურამიშვილის, შევჩენკოს, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.