ვინ შევა რუსთავის საკრებულოში

2017-10-22 17:33:19

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილია ვინ შევა რუსთავის საკრებულოში. პროპორციული სიის მიხედვით საკრებულოში პარტია "ქართული ოცნების" 8 წევრი მოხვდა, ესენი არიან: ლევან ონიანი, მალხაზ კომლაძე, ნინო ქავთარაძე, გურამ ფირცხალეიშვილი, გიორგი ჭანტურია, ზურაბ ბერიძე, დავით მაღლაკელიძე და ბონდო მამულაშვილი, ამომრჩევეთა 47.90% "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა. 21.17% მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათ 3 წევრი შეჰყავთ საკრებულოში და ესენი არიან: გურამ ლაცაბიძე, ნანა შატბერაშვილი და ალეკო ბერიძე. "ევროპულმა საქართველომ" ხმათა 12.42% მიიღო, პარტიიდან საკრებულოში 2 წევრი იქნება, ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია ვინ მოხვდება საკრებულოში. მოსული ამომრჩევლის 7.40% მიიღო "პატრიოტთა ალიანსმა", პარტიას საკრებულოში დავით კაპანაძე წარადგენს. ერთი წევრი ეყოლება საკრებულოში "ლეიბორისტულ პარტიასაც", ეს იქნება კობა ჩალაძე, მათ ხმების 5.02% მიიღეს.

გარდა ამისა საკრებულოში იქნებიან მაჟორიტარი კანდიდატებიც, ათივე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მაჟორიტარები კი გახდნენ: დავით რეხვიაშვილი, რამაზ გოგობერიშვილი, გოგა ტუხაშვილი, გოჩა ჯანგიძე, გურამ კვარაცხელია, გრიგოლ ვეფხვაძე, ამირან ჯანჯღავა, გიგა ღარკავა და ზვიად დოლიძე.

რუსთავის საკრებულოში სულ 25 წევრი იქნება, აქედან 15 პროპორციული სიით ხოლო, 10 მაჟორიტარული.