გორში, წმინდა წყლის დასახლებაში კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" სერვის ცენტრი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მოპარულია დასამონტაჟებლად გამზადებული სამი საქვაბე.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ სერვის ცენტრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ოფისი დროებით სხვა მისამართზე იყო გადასული.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ადგილზე სასმართალდამცავები მუშაობდნენ.