სინოპტიკოსების პროგნოზი

2023-01-26 13:48:32

26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.  

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 27 იანვარი + 4 ° C, 28 იანვარი + 7 ° C, 29 იანვარი + 9 ° C, 30 იანვარი + 10 ° C.