ხანძარი ფალიაშვილის ქუჩაზე (ვიდეო)

2017-10-22 15:59:57

ხანძარი ფალიაშვილის 7 ნომერში. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე არსებულ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო