გზის რომელ მონაკვეთზეა საავტომობილო შეზღუდვა

2023-01-25 14:28:57

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ1-კმ1+400 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, დაგეგმილია სავალი ნაწილის დროებით შევიწროება და მოძრაობის ჩაკეტვა აღნიშნული გზის 1 კმ-ზე (პკ6+50-პკ9+50 მონაკვეთზე), რა დროსაც 25 იანვრიდან თებერვლის თვის ბოლომდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის გამოყენებით დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის მე-10 კმ-ს.

აღნიშნული მარშრუტით ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება როგორც თბილისი-ქუთაისის, ასევე ქუთაისი-თბილისის მიმართულებით.