საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ღონისძიება „სამოსი ერის სახეა“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც ქართული ეროვნული ტანისამოსი ეცვათ, მსვლელობა გმირთა მოედნიდან ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით გამართეს, რაც კონცერტით დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით: „ეს ღონისძიება ემსახურება ქართული ეროვნული სამოსის და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციას“. ღონისძიების დასასრულს რუსთავის ეპარქიის მეუფე იოანე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში პარაკლისს აღავლენს.