28 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 24 იანვარი + 7 ° C, 25 იანვარი + 6 ° C, 26 იანვარი + 3 ° C, 27 იანვარი + 4 ° C.