თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ქვეითად მოსიარულე 18 წლის გოგოს შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ სამი პირი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: მთავარი არხი